• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი
დამსაქმებელი: მზიური
ბოლო ვადა: 2019/05/05
ნანახია: 645 -ჯერ

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ("ოლეინა", "ლინდტი", "ჰაგისი", "კლინექსი", "კოტექსი", "ფერმა", "ტულჩინკა") დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას სამაცივრე პროდუქციის მიმართულებით, თბილისში პრისელერის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მაღალ ფიქსირებულ ხელფასს
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას 
** სამოტივაციო ბონუსს

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება 
** 25-45 წლამდე
** თბილისის რაიონების კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი 
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი 
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება 
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება 
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი
** გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სლაროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.kabakhchiani@mziuri.com.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა