• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი - ბათუმი
დამსაქმებელი: მეგაკო
ბოლო ვადა: 2019/04/30
ნანახია: 682 -ჯერ

კომპანია "მეგაკო" ჩვიდმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. "მეგაკო" ექსკლუზიური დისტრიბუტორია "Kraft Foods "-Alpen Gold, Jacobs, Korona, Dirol, Danon, ჩაი გურიელი და სხვა. 

"მეგაკო" - ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქციის დისტრიბუციაზე. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის (დიროლი/მონდელიზი) პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ბათუმი

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი 23-32 წლამდე
** უმაღლესი განათლება
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი 
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია
** საკუთარი ავტომობილით
** საქონლის უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა 
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობა
** მაღალი შედეგების მიღწევა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინიციატურობა
** მოლაპარაკებების წარმოება
** მიზანდასახულობა
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: irakliodilavadze1992@gmail.com | zviadigogberashvili@gmail.ru 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დისტრიბუტორი/დიროლი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა