• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების წარმომადგენელი
დამსაქმებელი: კომპანია
ბოლო ვადა: 2019/02/12
ნანახია: 631 -ჯერ

ევროპული სტანდარტებით მომუშავე, დინამიურად განვითარებად, წარმატებულ კლინიკას ესაჭიროება გაყიდვების წარმომადგენელი თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** ზედმიწევნით კარგად ფლობდეს ინფორმაციას გასაყიდი პროდუქტების შესახებ;
** შექმნას პოტენციური კლიენტების ბაზა;
** განახორციელოს ყოველდღიური ვიზიტები კლიენტებთან;
** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს კლინიკის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** განახორციელოს ყოველდღიური ანგარიშგება მენეჯერთან;
** შეასრულოს მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა ვალდებულებები;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა;
** ასაკი: 18-40 ქალი/მამაკაცი;

პიროვნული თვისებები: 

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება) 2019 წლის 12 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე:maka.chachava@yahoo.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა