ძიძა |
დამსაქმებელი: |
Korter |
ბოლო ვადა: |
2019/02/09 |
ნანახია: |
1392 -ჯერ |
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ძიძის პოზიციაზე, რომელიც მოუვლის ორ ტყუპ ჩვილ ბავშვს ამერიკაში მცხოვრებ ოჯახში.
ამერიკაში, კერძოდ სან-ფრანცისკოში მცხოვრები წყვილი (რომელთაგან ერთ-ერთი არის ქართველი) ეძებს ორ გამოცდილ, პასუხისმგებლიან, მზრუნველ ძიძას სრულ განაკვეთზე სამუშაოდ ორი ჩვილი ბავშვის მოსავლელად (გოგონა და ბიჭი).
მოვალეობები:
- სრულ განაკვეთზე მუშაობა (სამუშაო და უქმე დღეებშიც) მეორე ძიძასთან და ერთ-ერთ მშობელთან ერთად;
- პირველი 4 თვის შემდეგ ღამით მუშაობის მზაობა (პირველი 4 თვის განმავლობაში ბავშვებს ეყოლებათ სპეციალური ძიძა, რომელიც მოაწესრიგებს მათი ძილის რეჟიმს);
- ბავშვების კვება, გამოცვლა, ბანაობა, ძილის რეჟიმის დაცვა;
- საოჯახო საქმეების გაკეთება: საჭმლის მომზადება, სარეცხი, დალაგება.
მოთხოვნები:
- მნიშვნელოვანია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჩვილი/მოზრდილი ბავშვის მოვლის, ასევე სანდოობა და ბავშვებისადმი სიყვარული.
- არამწეველი
- პროგრესული სოციალური ღირებულებები და ფართო თვალსაწიერი;
- ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებისთვის მზაობა 2019 წლის აგვისტო/სექტემბრიდან 2 წლის განმავლობაში;
- სასურველია ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა და ასევე ენის შესწავლის სურვილი;
- სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა ან მართვის სწავლის სურვილი;
- უპირატესობა მიენიჭება ამერიკელ ან სხვა უცხოელ ოჯახში მუშაობის გამოცდილებას;
სხვა პირობები:
- დამქირავებელი უზრუნველყოფს საცხოვრებელს, კვებას, მგზავრობის ხარჯებს;
- შვებულება წელიწადში 2 კვირის ოდენობით;
- ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე ან ელ. ფოსტაზე: hiringnunny@gmail.com
(+995) 555 33 56 41