მიმტანი/მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ლუდის რესტორანი |
კატეგორია: |
სასტუმრო/რესტორანი/კვება,
|
ბოლო ვადა: |
2019/01/31 |
ნანახია: |
672 -ჯერ |
ლუდის რესტორანი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის და მენეჯერის პოზიციაზე.
1. მენეჯერი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა (2)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** რესტორნის ყოველთვიური გაყიდვებზე ზრუნვა და მიზნის მისაღწევად რესტორნის გუნდის ჩართულობის და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** საკვების უსაფრთხოების პროცედურების უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციებზე დაყრდნობით, საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი შესაბამისი წესის დაცვით;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების გამოყენება,
** მომსახურე პერსონალის ტრეინინგი და მონიტორინგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
** რესტორანში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება, უსაფრთხოების ყველა პოლიტიკისა და პროცედურის დაცვის გზით;
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
** პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; (უპირატესობა მიენიჭება 2 ენის ცოდნას)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა.
უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** მენეჯერული თვისებების მატარებელი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.
2. მიმტანი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა (6)
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** დარბაზის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა. (უპირატესობა მიენიჭება 2 ენის მცოდნეს)
უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.
** სწრაფი მუშაობის უნარი,
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას,
** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული ზრდის საშუალებებს
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: geotrading.office@gmail.com 2019 წლის 31 იანვრამდე. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
მადლობა დაინტერესებისთვის!