სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი |
დამსაქმებელი: |
კანტი |
ბოლო ვადა: |
2018/12/13 |
ნანახია: |
507 -ჯერ |
სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის - პრისელერისა და ჰორეკას პრისელერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სავალდებულო მოთხოვნები:
** ფინანსური პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად, სავაჭრო ობიექტებიდან, რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების კომპანიის სალაროში შემოტანის გარანტია (ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, უძრავი ქონება);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
** პრეტენდენტის ასაკი 25-35 წელი, მამაკაცი.
** თბილისის ქუჩების/მისამართების, ზედმიწევნით ცოდნა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება: ელექტრონული ზედნადები, სალაროს აპარატი;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია.
უფლება მოვალეობები:
** წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება;
** საქონლის შეთავაზება სავაჭრო ობიექტებისთვის;
** სავაჭრო ობიექტისთვის ოპტიმალური შეკვეთის უზრუნველყოფა;
** თაროებზე განთავსებული საქონლის შესწორება და განთავსების მუდმივი კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქტებზე;
** საქონლის უკან დაბრუნება ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში;
** შემკვეთებისგან თანხების მიღება და სალაროს ჩეკის მიწოდება;
** პერიოდული სპეციალური დავალებების შესრულება;
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kanti.ge და ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.