მცხობელ-კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
ევროპროდუქტი |
ბოლო ვადა: |
2018/12/08 |
ნანახია: |
817 -ჯერ |
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.
ვაკანსიის დასახელება: მცხობელ-კონსულტანტი დიდ დიღომში
სამუშაო ადგილი: თბილისი (დიდი დიღომი)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრაფიკი: 08:00-14:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 300 ლარი
სამუშაოს აღწერილობა:
** გამზადებული პროდუქტის გამოცხობა საჭროებიდან გამომდინარე;
** საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა და მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვით საკუთარი სამუშაო პერიმეტრის მოწესრიგება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა.
აუცილებელი მოთხოვნები: სასურველი საცხობ ღუმელზე მუშაობის გამოცდილება (მზა ფუნთუშეულის ცხობა).
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!