სუპერვაიზერი - რეგიონალური მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
SPAR Georgia |
კატეგორია: |
TOP მენეჯმენტი, გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2015/07/22 |
განათლება |
ბაკალავრი
|
ნანახია: |
1700 -ჯერ |
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს სუპერვაიზერი - რეგიონალური მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები :
- სავაჭრო ობიექტების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;
- სავაჭრო ობიექტებისთვის . მიცემული მითითებების შესრულების კონტროლი;
- პროგრამული ფუნქციების დახვეწაზე მუშაობა და განხორციელებული ცვლილებების დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
- სავაჭრო ობიექტებში სიახლეების განხორციელება ექსპერიმენტების სახით და უკუკავშირის ანალიზი;
- საორიენტაციო ტრენინგის ჩატარება მენეჯერულ პოზიციაზე მიღებული ახალი კადრისთვის და მათი განვითარების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტის მენეჯერის წარდგენა თანამშრომლებისთვის და მისი ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა;
- სავაჭრო ობიექტებიდან ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება საკადრო სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით;
- სავაჭრო ობიექტების გადაბარებისას ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნაში მონაწილეობის მიღება;
- სავაჭრო ობიექტებში სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები/მარკეტინგი)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე
vacancy@spar-georgia.com 2015 წლის 22 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ სუპერვაიზერი-რეგიონის მენეჯერი“ (თბილისი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.