პრომოუტერი |
დამსაქმებელი: |
ევროპროდუქტი |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2018/10/24 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გამოცდილება |
2 წელი
|
ნანახია: |
611 -ჯერ |
“ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა; ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
„ევროპროდუქტი“ გთავაზობთ ბაზარზე კონკურენტულ სამუშაო პირობებს - მათ შორის დღეში მხოლოდ 6 საათ სამუშაო გრაფიკს და გარანტირებულ ფიქსირებულ ანაზღაურებას (ბონუსების გარდა).
მოთხოვნები:
- ენერგიული;
- კომუნიკაბელური;
- შრომისმოყვარე;
- პრეზენტაბელური;
- პუნქტუალური;
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა).
მოვალეობები:
- მომხმარებლებისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა;
- პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება;
- პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / გაყიდვების სტიმულირება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პრომოუტერი“.