მოლარე-კონსულტანტი ბოლნისში |
დამსაქმებელი: |
SPAR Georgia |
ბოლო ვადა: |
2018/10/19 |
მდებარეობა: |
ბოლნისი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
ნანახია: |
722 -ჯერ |
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბოლნისი
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
მოვალეობები:
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
- დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
- კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
- სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com ან მოგვწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე - +995 577 04 56 16 და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მოლარე-კონსულტანტი ბოლნისში“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 კვირის ვადაში.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.