ქოლ-ცენტრის ოპერატორი - რეგიონები |
დამსაქმებელი: |
პრობლემური აქტივების ბიურო |
კატეგორია: |
პრობლემური სესხების ექსპერტი,
|
ბოლო ვადა: |
2018/09/30 |
ნანახია: |
656 -ჯერ |
შპს "პრობლემური აქტივების ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რეგიონებში: რუსთავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი, ზუგდიდი.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან სატელეფონო კონტაქტი და მოლაპარაკების წარმოება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
** კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი.
მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში (2 თვე) - 100 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 180 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab24.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.