• https://charte.ge/

ავტორი

დაირექტ დებიტ ჯორჯია

mail: ipayjobs@ipay.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორი თბილისსა და რეგიონებში
დამსაქმებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
ბოლო ვადა: 2014/09/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 2898 -ჯერ
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე თბილისსა და რეგიონებში(ბათუმი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, მარტვილი, სამტრედია, ოზურგეთი, ქუთაისი, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, გორი, მცხეთა, კასპი, მარნეული, ბოლნისი, რუსთავი, წნორი, გურჯაანი, ყვარელი, თელავი).
 
ძირითადი მოვალეობები:
  • გადასახდელების თანხების მიღება მომხმარებლისგან და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება;
  • პროგრამულ უზრუნველყოფაში სალაროს ოპერაციების დადასტურება;
  • სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • სალაროს გამოყვანა და ინკასაცია;
  • ფულადი ნაკადის კონტროლი;
  • ყალბი ბანკნოტებისა და მონეტების აღმოჩენა;
  • სალაროს დღიური საბუთების ფორმირება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი; 
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის  გამოცდილება.
 
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები – აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი,ემოციონალური გაწონასწორებულობა, გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ.ფოსტაზე  30 სექტემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი).
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა