• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვის კონსულტანტი /სტაჟიორი
დამსაქმებელი: ლიბერთი ბანკი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/06/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 2637 -ჯერ
ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში  აცხადებსსტაჟირებას სერვის კონსულტანტის პოზიციაზე
 
შემდეგი ქალაქებში:
  • ყვარელი
  • საგარეჯო
  • წნორი
  • ხაშური
  • ლაგოდეხი
  • ბოლნისი
  • ბორჯომი
  • დედოფლისწყარო
  • ქარელი
  • წალკა
  • ნინოწმინდა
  • მცხეთა
  • დმანისი
  • სიღნაღი
  • თიანეთი
  • ასპინძა
  • ყაზბეგი
 
ლიბერთი ბანკში სამუშაოდ ვიწვევთ წარმატებულ სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს, ასევე ახალგაზრდებს უმაღლესი განათლებით, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. 
 
სერვის კონსულტანტის/სტაჟიორის არაანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებით, ლიბერთი ბანკი გთავაზობთ გაიაროთ მინიმუმ სამ თვიანი სტაჟირების პროგრამა ბანკის სხვადასხვა ფილიალებსა თუ სერვის ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სტაჟირების პერიოდში, თქვენ საშუალება გეძლევათ რეალურ რეჟიმში, სწრაფად და ეფექტურად  გაიაროთ პრაქტიკული/პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწის და ამაღლების პროცესი, შეიძინოთ რეალური პროფესიული გამოცდილება, რაც საშუალება მოგცემთ მეტად გამოცდილმა და წარმატებულად დაიწყოთ თქვენი მომავალი კარიერა ლიებრთი ბანკში. 
 
შერჩევის პროცესი რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება:  
 
  • ჯგუფური გასაუბრება
  • ტესტირება კანდიდატის ზოგადი უნარების შეფასების მიზნით
  • სტაჟირება შესაბამის ფილიალსა თუ სერვის ცენტრში
  • სტაჟირების შემდგომი შეფასება, გადამზადების, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე
 
სტაჟირების წარმატებულად დასრულების შემდეგ, წარმატებულ კანდიდატებს ვთავაზობთ: 
 
  • საქართველოს ბაზარზე აქტიურად განვითარებადი და ამბიციური საბანკო გუნდის წევრობას
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს
  • სტაჟირების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღებას
  • დასაქმებას სხვადასხვა პოზიციებზე ლიბერთი ბანკის სხვადასხვა ფილიალებსა თუ სერვის ცენტრებში
 
 
ძირითადი ფუნქციები
 
  • მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთა მარშრუტის დარეგულირება: მომსახურების  დარბაზში შემოსული მომხმარებლის  გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მომხარებელთან ურთიერთობის დამყარება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
  • მომხმარებლისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მომხმარებლის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მომხმარებლისთვის სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
  • მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები 
  • ლიბერთი ბანკის ფილიალებს გარეთ განთავსებულ ბანკომატებთან პოზიციონირება და მომხმარებლისთვის ბანკომატით სარგებლობაში დახმარების გაწევა
 
ძირითადი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება
  • ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრატურის სტუდენტი
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა)
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
 
პროფესიული უნარ-ჩვევები 
  • კომუნიკაბელურობა
  • ლოგიკური აზროვნება
  • კეთილგანწყობა
  • დახვეწილი მეტყველება
  • მომხმარებელთა  ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • მოტივირებულობა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი
  • გუნდურობა.
 
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟიორად ყოფნის პერიოდში, ყოველდღიური სამუშაო პროცესი  საკმაოდ მობილურია და ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში პოზიციონირების გარდა ითვალისწინებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებში  განთავსებულ ლიბერთი ბანკის ბანკომატებთან გარკვეული პერიოდულობით და გრაფიკით პოზიციონირებას. 
 
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV  ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.geსატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 15 ივნისი, 2015 წელი.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას „subject line“–ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული თქვენთვის სასურველი ქალაქის დასახელება,  რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა