• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მცველი/დაცვის თანამშრომელი - თელავი
დამსაქმებელი: დეტი
ბოლო ვადა: 2018/09/02
მდებარეობა: თელავი
ნანახია: 1074 -ჯერ

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" აცხადებს კონკურსს მცველის/დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოში ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: სასტუმროების ქსელი "რედისონი", სილქნეტების გაერთიანება, "ჯეოსელი " და ა.შ.

"დეტი" უსაფრთხოების სფეროში ერთ - ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად დასაქმებულია 500 -ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" აცხადებს კონკურსს კახეთში(თელავი), სოფ. წინანდალში სასტუმრო "რედისონი"-ს მცველის/დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე!

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი მცოცავი გრაფიკი.
ანაზღაურება: 350-400 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** სიმაღლე 178 სმ-დან;
** სპორტული აღნაგობა;
** ასაკი: 20 წლიდან;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ზრდილობიანი და კულტურული;
** დისციპლინირებული;
** ლოიალური;
** გაწონასწორებული და თავდაჯერებული.

დასაცავი ობიექტის მდებარეობა კახეთი, სოფ. წინანდალი

თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV სასურველია ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მცველი-კახეთი", ასევე თქვენი სახელი და გვარი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა