დაცვის თანამშრომელი |
დამსაქმებელი: |
ევროპროდუქტი |
ბოლო ვადა: |
2018/08/25 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაო გრაფიკი |
თავისუფალი გრაფიკი
|
ენები |
ყაზახური ქართული |
ნანახია: |
848 -ჯერ |
ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
ევროპროდუქტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- პუნქტუალურობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრვი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
- ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!