• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
HR & ბიზნეს პროცესების ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2018/08/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
მართვის მოწმობა B კატეგორია

ენები
ინგლისური
ქართული
რუსული
ნანახია: 653 -ჯერ

   ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

 

  •    სამუშაო ადგილი:     თბილისი

 

  •    სამუშაო განაკვეთი:  სრული 

 

პასუხისმგებლობები:

  • ბიზნეს პროცესების მართვასა და დაგეგმარებაში აქტიური ჩართულობა;
  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
  • პერსონალის შერჩევის სტრატეგიის ჩამოყალიბება პოზიციების მიმართულებებისა და რანგის მიხედვით;
  • ფუნქციებისა და მოვალეობების გაწერა და სამუშაო პრაქტიკასთან ადაპტირება;
  • რეკრუტინგის წარმოება და რეკრუტინგის ჯგუფის(რეკრუტერის) კოორდინირება;
  • კანდიდატთა პირადი საქმეების მართვა;
  • ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული და სტრატეგიული განვითარება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ადამიანური კაპიტალის მართვის, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის და/ან მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით;
  • გუნდის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება საშუალო ან/და მსხვილ რითეილ ორგანიზაციაში
  • რუსული და ინგლისურ ენების ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • ანალოგიურ ინდუსტრიაში საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა