რეცეფციის თანამშრომელი |
დამსაქმებელი: |
ვისტამედი |
კატეგორია: |
ადმინისტრაცია,
|
ბოლო ვადა: |
2018/07/26 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
778 -ჯერ |
სამედიცინო სერვის-ცენტრი "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- სერვის-ცენტრში შემოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- შემოსული ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე პაციენტებთან ზარების განხორციელება;
- პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
- შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება;
- უფლებამოსილების ფარგლებში პაციენტთა პრობლემების გადაწყვეტა;
- ფრონტ-ოფისის გამართული და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
- პერსონალთან კოორდინირებულად მუშაობის გამოცდილება;
- რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.
პიროვნული თვისებები:
- პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემის ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი;
- ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სისხარტე და ოპერატიულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული CV-ების გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: careers@vistamedi.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „რეცეფციის თანამშრომელი“