• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საოპერაციო რეპორტინგის ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/05/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 972 -ჯერ
სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  საოპერაციო რეპორტინგის ანალიტიკოსი ვაკანსიასთბილისში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, „ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი:  სრული (რვა სამუშაო საათი, კვირაში ხუთი დღე)
 
განსაკუთრებული მინიშნება:
  • აპლიკანტი სავალდებულოა პროფესიულ დონეზე ფლობდეს ექსელს.
ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველთვიურად ქსელში არსებულ დაწესებულებებში მარაგების ანალიზი და  საჭირო მარაგების ოდენობის განსაზღვრა;
  • დადგენილი პერიოდულობით მედიკამენტების ხარჯვის ანალიზი სხვადასხვა ჭრილში და პრობლემების იდენტიფიცირება;
  • დადგენილი პერიოდულობით ადმინისტრაციული ხარჯის ანალიზი, ჰოსპიტალებში არსებული გადახარჯვების აღმოჩენა და მიზეზების იდენტიფიცირება;
  • ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ხარჯების, მოგების ანალიზი:
  • ძირითადი საშუალებების რეესტრის დამუშავება და ანალიზი;
  • შესაბამისი ანალიზის საფუძველზე სამედიცინო აპარატურის საჭიროების განსაზღვრა კონკრეტულ ჰოსპიტალში;
  • ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით;
  • სხვადასხვა არასტანდარტული ტიპის ანგარიშების მომზადება;
  • ბუღალტრულად აღიარებული საოპერაციო ხარჯების კონტროლი; 
  • სატენდერო წინადადებების განხილვა; 
  • სხვაფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალოუფროსის დავალების შესაბამისად
მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • სავალდებულოა  სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა;
  • სავალდებულოა Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ვადებში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
  • ანალიტიკური უნარები;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@evex.ge  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „საოპერაციო რეპორტინგის ანალიტიკოსი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 მაისი, 2015
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა