გენერალური მენეჯერი ურეკში |
დამსაქმებელი: |
ქართუ ჯგუფი |
კატეგორია: |
TOP მენეჯმენტი,
|
ბოლო ვადა: |
2015/06/08 |
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაო გამოცდილება |
3 წელი
|
კომპიუტერული პროგრამები |
MS Office |
ენები |
ინგლისური |
ნანახია: |
1178 -ჯერ |
სს „ქართუ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე საზაფხულო საკონცერტო დარბაზის გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკი.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 (ერთი)
კატეგორია: მენეჯმენტი.
გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ურეკის საზაფხულო საკონცერტო დარბაზის ეფექტურ მართვასა და ოპერირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საკონცერტო დარბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყოველდიური გადაწყვეტილებების მიღება.
- შოუს წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნეს აქტივობების მართვა და კოორდინაცია.
- სხვადასხვა ტექნიკურ და საკონტრაქტო საკითხების კოორდინირება;
- რჩევების გაცემა ღონისძიებებეთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემაზე, რამაც შესაძლოა ღონისძიების გრაფიკისა და ბიუჯეტის ფარგლებში მის წარმატებულად დასრულებაზე იქონიოს გავლენა;
- საკონცერტო დარბაზის პეროსნალისთვის დავალებების გაცემა, სამუშაო გრაფიკების მომზადება და სხვა სპეციფიური ინსტრუქციების გაცემა;
- მარკეტინგის დეპარტამენტისთვის ინსტრუქციების და დავალებები გაცემა;
- დეპარტამენტებს შორის საკონცერტო დარბაზის მიზნების და საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ძლიერი მოლაპარაკებებისა და პრობლემის მოგვარების უნარები, გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- იურიდიული შეთანხმებების, სატენდერო და ლოჯისტიკური პროცედურების სათანადო ცოდნა;
- მმართველის და ლიდერის კარგად გამოხატული უნარ-ჩვევები, თანამშრომლების მოტივირების და წარმატებული მართვის შესაძლებლობა;
- ძლიერი საორგანიზაციო და ანალიტიკური უნარი და სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
- კორესპონდენციის საუკეთესოდ მართვის უნარი.
- ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტის ან ფინანსური მიმართულებით.
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Project, Microsoft Outlook.
გამოცდილება:
- დიდი შოუებისა და სატელევიზიო გადაცემების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
ანაზღაურება: სამუშაო სტაჟისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის შემოტანა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
career@cartugroup.com განაცხადების მიღების საბოლოო თარიღია
2015 წლის, 8 ივნისი.
სატელეფონო ზარები არ მიიღება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ელ. ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაშ თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.