დაცვის თანამშრომელი - წინანდალი |
დამსაქმებელი: |
დეტი |
ბოლო ვადა: |
2018/06/30 |
ნანახია: |
726 -ჯერ |
კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოში ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: სასტუმროების ქსელი "რედისონი", სილქნეტების გაერთიანება, "ჯეოსელი " და ა.შ. "დეტი" უსაფრთხოების სფეროში ერთ - ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად დასაქმებულია 500 -ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
კერძო დაცვის სამსახური "დეტი" აცხადებს კონკურსს კახეთში, სოფ. წინანდალში სასტუმრო "რედისონი"-ს მცველის/დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე!
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი მცოცავი გრაფიკი.
ანაზღაურება: 400-500 ლარი (ხელზე ასაღები).
დასაცავი ობიექტის მდებარეობა: კახეთი, სოფ. წინანდალი.
ძირითადი მოთხოვნები:
** სქესი: მამრობითი;
** სიმაღლე: 178 სმ-დან;
** სპორტული აღნაგობა;
** ასაკი: 20 წლიდან;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ზრდილობიანი და კულტურული
** დისციპლინირებული
** ლოიალური
** გაწონასწორებული და თავდაჯერებული.
თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com 2018 წლის 30 ივნისამდე. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მცველი- კახეთი" და თქვენი სახელი, გვარი.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!