• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უნივერსალური მოლარე - რეზერვი - ქუთაისი
დამსაქმებელი: Europe-bet.com
ბოლო ვადა: 2018/06/19
მდებარეობა: ქუთაისი
ნანახია: 1369 -ჯერ

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეტსონ ჯგუფს" ("Betsson Group" დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). "ბეტსონ ჯგუფი" 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. 

კომპანია "ევროპაბეთი" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო უნივერსალური მოლარის თანამდებობაზე ტოტალიზატორში; 

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო ცვლა: არასტანდარტული, 14 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: დღიური; დღეში 42 ლარი დარიცხული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა, მათი სწრაფი და თავაზიანი მომსახურება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ინტერნეტ სალაროსა და ტოტალიზატორის სამუშაო პროგრამაში ინფორმაციის ოპერატიულად შეყვანა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მომხმარებლისგან ფსონის მიღება და ბილეთის ბეჭდვა;
** ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ნაღდი ფულის მიღება და გაცემა განსაზღვრული პროცედურების მიხედვით;
** ნაღდი ფულის ლიმიტის კონტროლი, საბანკო ინკასაციის განხორციელება;
** სალაროს გახსნა, დახურვა, გადაბარება განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად;
** მომხმარებლის პირად ანგარიშთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება უფლებამოსილების ფარგლებში;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სრული საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება საფინანსო ან ბუღალტრული განხრით ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად);
** სალარო ოპერაციებთან ან/და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, პრინტერთან/სკანერთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი
** კარგი კომუნიკაციური უნარი;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 19 ივნისამდე მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "მოლარე - ქუთაისი", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება. 

დაინტერესებულ კანდიდატებს ასევე შეგიძლიათ დაბეჭდილი რეზიუმე დატოვოთ ფილიალში, ან ადგილზე შეავსოთ აპლიკაცია.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა