• https://charte.ge/

ავტორი

ეკონომმიქსი

tel: (+995) 577 90 99 82
mail: hr@ekonommix.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი, მოლარე
დამსაქმებელი: ეკონომმიქსი
ბოლო ვადა: 2018/03/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 893 -ჯერ

კომპანია "ეკონომმიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის და მოლარის თანამდებობებზე, ნუცუბიძის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის მე-2 მკრ, მე-2 პლატო.

1. კონსულტანტი

მოთხოვნები: 

** ასაკი: 18-45 წ;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.

სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა.

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში; 
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. 

მოთხოვნები: 

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.

2. მოლარე

მოთხოვნები:

** ასაკი 18-45 წ;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.

სამუშაო განაკვეთი: დღის/ღამის ცვლა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა; 
** თავაზიანობა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ekonommix.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა