ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქუთაისში |
დამსაქმებელი: |
მკითხველი |
ბოლო ვადა: |
2018/03/07 |
მდებარეობა: |
ქუთაისი
|
ნანახია: |
769 -ჯერ |
მკითხველი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას: ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში
"მკითხველი უნივერსალი" ახორციელებს ცნობილი საერთაშორისო ბრენდის - "Mon Platin"-ის მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული პარფიუმერული პროდუქციისა და კოსმეტიკური საშუალებების სატელეფონო შეთავაზებას. ამასთანავე, უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე მიწოდებას, უფასო საკურიერო მომსახურებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ნებისმიერი მიმართულებით)
- სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პარფიუმერული პროდუქციითა და კოსმეტიკური საშუალებებით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
- მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
- პროდუქციის სატელეფონო შეთავაზება და გაყიდვა
- არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
- სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
- მომხმარებელთან ურთიერთობა
- გაყიდვების სტრატეგიების ცოდნა
- საქმიანი მოლაპარაკების წარმოება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- გამართული მეტყველება
- თავაზიანობა და კეთილგანწყობა
- მოქნილობა, დიპლომატიურობა
- ენთუზიაზმი
- ორგანიზებულობა
- შედეგზე ორიენტირებულობა.
- ასაკი: 18-დან 30 წლამდე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
- დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის 4.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mkitkhveliuniversali@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 0431 252121.
გისურვებთ წარმატებებს!