• https://charte.ge/

ავტორი

რადიო თავისუფლება

mail: rferl.jobs@teamio.eu

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამაუწყებლო სამსახურის დირექტორი
დამსაქმებელი: რადიო თავისუფლება
კატეგორია: მედია,
ბოლო ვადა: 2018/03/06
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1486 -ჯერ

სამაუწყებლო სამსახურის დირექტორი, ქართული სამსახური

 

ვაკანსია ვაკანტურია საუკეთესო კანდიდატის შერჩევამდე.

 

რეგიონული დირექტორის ზედამხედველობის ქვეშ წარმართავს სამაუწყებლო სამსახურის საქმიანობას განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში;

რეგიონულ დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სამსახურის სტრატეგიასა და მიზნებს რადიო „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მისიის შესაბამისად;

პასუხისმგებელია ციფრული სტრატეგიის ყველა ასპექტსა და მათ განხორციელებაზე, გადაცემების მომზადებასა და შესრულებული სამუშაოს მართვაზე; ასევე, ეკისრება სრული სარედაქციო პასუხისმგებლობა გადაცემების კონტენტისა და ორგანიზების მიმართ.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ** გადაცემის კონტენტი: დაგეგმვა და მომზადება, გადაცემების ხარისხის შეფასება, სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება, სამსახურსა და ბიუროს შორის ურთიერთობა და კოორდინაცია (ოპერაციების მენეჯმენტი, მოადგილისთვის უფლებამოსილების დელეგირება);
  • ** თვალს ადევნებს სიახლეებს და კომპეტენტურად მსჯელობს სამაუწყებლო რეგიონსა და კონკრეტულ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე;
  • ** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამსახურის კონტენტის პროვაიდერების მონიტორინგის გზით, პროაქტიულ და უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან პოზიციონირებას “digital-first” სტრატეგიის განსახორციელებლად;
  • ** სტრატეგიული ამოცანების მიღწევის მიზნით რეგიონულ დირექტორთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს გადაცემისა და საკადრო ცვლილებებს;
  • ** გეგმავს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გადაცემებს;
  • ** როგორც დამოუკიდებლად, ასევე დაქვემდებარებული თანამშრომლების მეშვეობით, ასრულებს დავალებებს როგორც პრაღაში, ასევე ბიუროში;
  • ** ითვალისწინებს ციფრული ჟურნალისტიკის უახლეს ტენდენციებს;
  • ** საჭიროებისამებრ მონაწილეობს სამაუწყებლო და ციფრული პროდუქტის შექმნაში;
  • ** თვალს ადევნებს კონტენტის შექმნის პროცესს მის გამოქვეყნებამდე ან ეთერში გასვლამდე;
  • ** უზრუნველყოფს შესაბამისი ციფრული კონტენტის დროულად გამოქვეყნებას;
  • ** უზრუნველყოფს 100%-იან საეთერო, დროულ მაუწყებლობას გრაფიკის შესაბამისად;
  • ** პასუხისმგებელია გადაცემების სარედაქციო კონტენტსა და დამზადების სტანდარტზე;
  • ** რეგულარულად უწევს მონიტორინგს და აფასებს როგორც ციფრულ, ასევე სამაუწყებლო კონტენტს და უზრუნველყოფს თანამშრომლებთან უკუკავშირს კონტენტისა და შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
  • ** პერსონალის, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების, მართვა (დავალებების გაცემა, კოუჩინგი, მოტივირება, შესრულებული სამუშაოს მართვა, ტრენინგების დაგეგმვა); პერსონალის, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების, ზედამხედველობა (დაგეგმვა, შვებულების გაცემა);
  • ** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების (სამსახურში აყვანა, პრემიის გაცემა, დაწინაურება, ფუნქციების შეცვლა, დისციპლინარული საკითხები) გადაწყვეტა ადამიანური რესურსების განყოფილებისა და რეგიონული დირექტორის შესაბამისი ჩართულობით;
  • ** ბიუჯეტის შესრულება;
  • ** ბიუროს ადმინისტრირებასთან, შტატგარეშე კორესპონდენტების ანაზღაურებასთან, ნამუშევარი დროის აღრიცხვასთან, გადახდის ქვითრებთან და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული დავალებების დელეგირება და კონტროლის განხორციელება;
  • ** მენეჯერულ, ასევე ელექტრონულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საკითხების დროულად გადაწყვეტა;
  • ** შეხვედრები, სემინარები და ტრენინგები.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

 

  • ** განათლება - მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მსგავს სფეროში (სავალდებულო);
  • ** სამაუწყებლო და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების ფართო და სიღრმისეული ცოდნა, რომელიც დაგროვებულია განხორციელებული კვლევების, წერითი სამუშაოს, მოგზაურობის ან სხვა შესაბამისი 10+ წლიანი გამოცდილების მიღების შედეგად (სავალდებულო);
  • ** პრაქტიკული გამოცდილება სატელევიზიო ჟურნალისტიკისა და სატელევიზიო პროდუქციის სფეროში;
  • ** მულტიკულტურულ და მრავალეროვან გარემოში მუშაობის გამოცდილება, სასურველია „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ სამიზნე რეგიონებში (სავალდებულო);
  • ** გუნდის მართვის 2-5 წლიანი გამოცდილება (სავალდებულო);
  • ** ახალი ამბების ჟურნალისტიკის საექსპერტო ცოდნა და მიმდინარე სიახლეების მართვის უნარი (სავალდებულო);
  • ** საერთაშორისო გარემოში მედიაპარტნიორების ქსელთან მუშაობისა და შემდგომი განვითარების უნარი; მნიშვნელოვანი კავშირების გაღრმავების გამოცდილება (სავალდებულო);
  • ** კომპეტენცია სოციალური მედიის სფეროში (სავალდებულო);
  • ** სტრატეგიული აზროვნებისა და დაგეგმვის, ასევე რეფორმების გატარების უნარი (სავალდებულო);
  • ** ადგილობრივი მედიასა და პოლიტიკურ წრეებში მოქმედი პირების კონტაქტების ვრცელი ნუსხა (სავალდებულო);
  • ** მენტორინგისა და კოუჩინგის უნარი (სავალდებულო);
  • ** ნეტვორკინგის უნარი (სავალდებულო);
  • **მენეჯერულ დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი (სავალდებულო);
  • ** ადამიანური რესურსების მართვის უნარი (სავალდებულო);
  • ** პრეზენტაციის უნარი (სავალდებულო);
  • ** MS Office-ის აპლიკაციების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულო);
  • ** სამაუწყებლო რეგიონის ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო);
  • ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო).

განცხადების ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე: https://pressroom.rferl.org/jobs/detail/BGE1145-1801.html

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა cv გამდმოგვიგზავნეთ მეილზე: rferl.jobs@teamio.eu 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა