• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სექციის მენეჯერი
დამსაქმებელი: MAF Carrefour Georgia
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/05/08
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 3229 -ჯერ
"მაფ კარფურ საქართველო" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ყველის, ხორცპროდუქტების და მზა საკვების სექციის მენეჯერის პოზიციაზე
 
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ცენტრალურ აზიაში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფადგანვითრებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 26 000 ათასი თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.
 
კარფური წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდ და ევროპაში უდიდეს ჰიპერმარკეტების ქსელს. 36 000 თანამშრომლით ერთერთია მსოფლიოს 7 მსხვილ დამსაქმებელთა შორის. კომპანია 34 ქვეყანაში ოპერირებს 10 000 მაღაზიით და წარმოადგენს ერთერთ წამყვან კერძო დამსაქმებელს, იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოღვაწეობს.
 
"კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
 
"მაფ კარფურ საქართველო" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ყველის, ხორცპროდუქტების და მზა საკვების სექციის მენეჯერის
 
 
 ძირითდი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება;
  • ასორტიმენტის გამრავალფეროვნება;
  • სხვადასხვა სახის საკვები პროდუქციის წარმოების პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
  • გაყიდვების პროგნოზირება ოპტიმალური რაოდენობის პროდუქციის წარმოებისა და  ზარალის მინიმიზაციის მიზნით;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შეკვეთების კონტროლი;
  • მიღებული საქონლის ხარისხის კონტრლი;
  • კლიენტთა მომსახურების მაღლი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების უზრუნველყოფა პროდუქციის დასამზადებლად აუცილებელი ცოდნითა და ინფორმაციით;
  •  თანამშრომლების მართვა, მოტივირება და კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის დავალებების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა.
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია ჰიპერ/სუპერმარკეტში ან ცნობილ რესტორანში/კაფეში);
  • ბიზნესის და მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
  • პროდუქციის წარმოებისა და დისტრიბუციის ეფექტურობის ზრდის ძირითდი პრინციპების ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • დამატებითი პასუხისმგებლობის საკუთრ თავზე აღებისთვის მზაობა;
  • რთული საკითხების ეფექტურად და სწრაფად მოგვარების უნარი;
  • ბრწყინვალე ორგანიზაციული და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
  • კლიენტთა მომსახურების ბრწყინვალე უნარ-ჩვევები;
  • კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office).
 
 
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  არა უგვიანეს 2015 წლის 8 მაისისა  გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა