კურიერი - თბილისი, ქუთაისი |
დამსაქმებელი: |
მკითხველი |
ბოლო ვადა: |
2018/02/17 |
ნანახია: |
1222 -ჯერ |
კომპანია "მკითხველი" ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.
კურიერი თბილისსა და ქუთაისში
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია: საკუთარი მსუბუქი ეკონომიური ავტომობილი(სასურველია გაზზე);
** სასურველია უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კლიენტთა საუკეთესო მომსახურების უზრუნველყოფა
აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო გრაფიკი: სრული
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ბონუსური სქემით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhveli@yahoo.com - ქუთაისი და mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com -თბილისი და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და "კურიერის პოზიცია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მისამართი: ქ. ქუთაისი წერეთლის 4. სავაჭრო ცენტრი ქარვასლა .მე-2 სართული ოთახი 22
ქ. თბილისი სტანისლავსკის N5