გაყიდვების კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
Gtex |
ბოლო ვადა: |
2018/01/30 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1052 -ჯერ |
კომპანია "ჯითექსი", რომელიც საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, collezione, English Home და Enza Home, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
** მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
** დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
** სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მენეჯერის მიერ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (გაყიდვების კონსულტანტი ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიაში);
** სასიამოვნო გარეგნობის;
** სასურველია საოფისე პროგრამების (MS Office) და რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** 18-40 წლის ქალი/მამაკაცი.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** აკურატული და დეტალზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge