HR მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ბიბლუსი |
კატეგორია: |
ადამიანური რესურსები,
|
ბოლო ვადა: |
2015/04/20 |
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
კომპიუტერული პროგრამები |
MS Office |
ნანახია: |
2538 -ჯერ |
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საკადრო დოკუმენტაციის კურირება;
** შესაბამისი საკადრო ბრძანებების მომზადება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება;
** პერსონალის შერჩევის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
** კომპანიის შინაგანაწესის და კორპორატიული ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგი;
** ტრენინგების საჭიროების ანალიზი და დაგეგმვა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა საატესტაციო გამოცდების ორგანიზება წარმართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@palitra.ge 2015 წლის 20 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!