|
ინკუბატორის თანამშრომელი |
| დამსაქმებელი: |
ჩირინა |
| ბოლო ვადა: |
2017/11/30 |
| მდებარეობა: |
თბილისი
|
| ნანახია: |
1823 -ჯერ |
შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინკუბატორის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინკუბატორში შემოსული კვერცხის მონიტორინგი
** ფერმებიდან შემოსული კვერცხის დახარისხება და გატეხილი, დაბზარული, ჭუჭყიანი, დეფორმირებული, თხელნაჭუჭა, პატარა წონის, დიდი წონის გამოწუნება.
** დახარისხებული კვერცხის თაფხებზე დალაგება და შესაბამის საწარმოო ზონაში შეტანა
** წიწილის დახარისხება და არაკონდიციური წიწილის გამოწუნება
** საწარმოო ზონის, საჩეკი კარადების რეცხვა/დეზინფექცია სანიტარული დამუშავება
** ინკუბატორიდან გამოტანილი კვერცხის გალანდვა და გაუნაყოფიერებელი კვერცხის გამოწუნება
** ინკუბატორში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება
** წიწილის ვაქცინაცია
აუცილებელი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 30 ნოემბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.