პრისელერი |
დამსაქმებელი: |
ოცნება |
ბოლო ვადა: |
2017/12/17 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1041 -ჯერ |
კომპანია „ოცნება’’ ქართულ ბაზარზე 25 წელია არსებობს და სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა. 2016 წელს „ოცნებამ’’ ახალი ქვებრენდი - საწარმო “მეგადორსი“ გახსნა. რომელიც აწარმოებს კარებს ქართული და უცხოური ბაზრისთვის.
კომპანია ,,ოცნება’’ აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-შაბათი, 9:00-18:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული + პროცენტი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
- ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქალაქის და სავაჭრო ქსელის ცოდნა;
- ასაკი: 25-დან 40 წლამდე.
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- პირადი ავტომობილი;
- კონსიგნაციის დაზღვევა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფით).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- ახალი სავაჭრო ობიექტების ათვისების უნარი
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17.12.2017
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@otsneba.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.