გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ჰენდი |
ბოლო ვადა: |
2017/12/10 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
741 -ჯერ |
„ჰენდი“ წარმოადგენს პროფესიონალური დალაგებისა და დასუფთავების კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ბინების/სახლების/აგარაკების/საოფისე ფართების მომსახურებაზე. კომპანია სწრაფად მზარდია და პერმანენტულად ესაჭიროება კადრები სხვადასხვა მიმართულებით.
კომპანია "ჰენდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- ახალი კლიენტების მოძიება და პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება/გაყიდვა;
- გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
- კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
- გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
- გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სერვისების გაყიდვის გამოცდილება)
- სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- აქტიური, ენერგიული და მოტივირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა
„ჰენდი“ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს, საბაზრო ფასებთან მიმართებაში კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.
თუ დაინტერესდით და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: handy.georgia.hr@gmail.com ("subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი")
სასურველია წარმოადგინოთ რეკომენდაციები წინა სამუშაო ადგილებიდან.