ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
TWINO |
კატეგორია: |
პრობლემური სესხების ექსპერტი,
|
ბოლო ვადა: |
2017/12/15 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1060 -ჯერ |
ონლაინ სესხების კომპანია შპს "ტვინო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა და კონტროლი;
** ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე კლიენტებთან მისამართზე ვიზიტების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური);
** რუსული ენის ცოდნა - სასაუბრო , სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ფლობა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ონლაინ სესხების ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში საინტერესო, დინამიურ და საპასუხისმგებლო სამსახურს;
** პიროვნულ და პროფესიონალურ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@twino.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2017 წელი.