• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი
დამსაქმებელი: TWINO
კატეგორია: პრობლემური სესხების ექსპერტი,
ბოლო ვადა: 2017/12/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1059 -ჯერ

ონლაინ სესხების კომპანია შპს "ტვინო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა და კონტროლი;
** ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე კლიენტებთან მისამართზე ვიზიტების განხორციელება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური);
** რუსული ენის ცოდნა - სასაუბრო , სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ფლობა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ონლაინ სესხების ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში საინტერესო, დინამიურ და საპასუხისმგებლო სამსახურს;
** პიროვნულ და პროფესიონალურ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@twino.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2017 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა