• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT-სპეციალისტი
დამსაქმებელი: ქართული კრედიტი
ბოლო ვადა: 2015/03/26
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1707 -ჯერ
მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 11 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 
 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა:  IT-სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: – თბილისი
 
ფუნქცია–მოვალეობები:
 
  • ორგანიზაციის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში საინფორმაციო სისტემების და მასთან დაკავშირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (ფიზიკური თუ პროგრამული) შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • პროგრამული სისტემების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან ინიციატივით წარდგომა;
  • მოშორებული წვდომით ტექნიკური ხარვეზების, პრობლემების გამოსწორება/გადაჭრა;
  • ახალი ობიექტის გახსნის სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
  • სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განხრით;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე  სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება.
  • MS Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • DNS, Mail, Web, RDS სისტემების ზოგადი ცოდნა;
  • ქსელის/სისტემების ფიზიკური გამართვის ცოდნა;
  • TCP/IP პროტოკოლების თეორიული ცოდნა და ქსელებთან მუშაობის გამოცდილება
 
აუცილებელი უნარები:
 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2015  წლის 26  მარტის ჩათვლით  შემდეგ მისამართზე:
 
“subject”-ის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია! 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა