IT-სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
ქართული კრედიტი |
ბოლო ვადა: |
2015/03/26 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
ნანახია: |
1705 -ჯერ |
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 11 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა: IT-სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: – თბილისი
ფუნქცია–მოვალეობები:
- ორგანიზაციის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში საინფორმაციო სისტემების და მასთან დაკავშირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (ფიზიკური თუ პროგრამული) შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- პროგრამული სისტემების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან ინიციატივით წარდგომა;
- მოშორებული წვდომით ტექნიკური ხარვეზების, პრობლემების გამოსწორება/გადაჭრა;
- ახალი ობიექტის გახსნის სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
- საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
- სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განხრით;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება.
- MS Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
- DNS, Mail, Web, RDS სისტემების ზოგადი ცოდნა;
- ქსელის/სისტემების ფიზიკური გამართვის ცოდნა;
- TCP/IP პროტოკოლების თეორიული ცოდნა და ქსელებთან მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
“subject”-ის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია!