იურისტი-სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილებაში |
დამსაქმებელი: |
ბაზისბანკი |
კატეგორია: |
იურიდიული,
|
ბოლო ვადა: |
2015/03/20 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გამოცდილება |
1 წელი
|
ნანახია: |
724 -ჯერ |
სს „ბაზის ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილებაში იურისტის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- საქმიანობის ეფექტური დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციაში დაკვირვებით მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების მომზადება;
- გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;
- ხელშეკრულების გასაფორმებლად წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა ინსტრუქციებით დადგენილ მოთხოვნებთან;
- ნოტარიუსთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან ურთიერთობების წარმართვა;
- გაფორმებული ხელშეკრულებების დარეგისტრირების უზრუნველყოფა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
- რეგისტრაციის მიზნით, გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში;
- გაფორმებული იპოთეკის, გირავნობის, იპოთეკა–ნასყიდობის ხელშეკრულებების აღრიცხავა;
- კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომლების კონსულტირება იპოთეკასა და გირავნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- უზრუნველყოფს უძრავ ნივთებზე ბანკის უფლებათა წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის შესახებ განცხადებების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი, 2015 წელი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ან ბაზისბანკის განაცხადის ფორმა თანდართული ფოტოთი (3X4) უნდა გამოგზავნონ ელ.-ფოსტაზე:
hr@basisbank.ge