ფსიქოლოგი/სტაჟიორი - ხაშური |
დამსაქმებელი: |
საზოგადოება ბილიკი |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2017/11/03 |
მდებარეობა: |
ხაშური
|
სამუშაოს ტიპი: |
არასრული
|
სამუშაო გამოცდილება |
1 წელი
|
ნანახია: |
1261 -ჯერ |
საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი ფსიქოლოგის პოზიციაზე ქ. ხაშურში.
სამუშაო განაკვეთი: არასრული (კვირაში 6 საათი)
სტაჟირების ადგილი: ქ. ხაშური (სასურველია აპლიკანტი იყოს ხაშურის მაცხოვრებელი)
სამუშაო გულისხმობს, ფსიქოლოგიური სერვისის მიწოდებას მცირე საოჯახო სახლებისთვის და დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრის ხარისხი)
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (დიაგნოსტიკა/კონსულტირება)
** ბავშვზე ზრუნვის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სასურველია ჰქონდეს ჯგუფში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სტაჟიორი ფსიქოლოგი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
** ბენეფიციარების შეფასება
** აღმზრდელების კონსულტირება
** ინტერვენციის გეგმის გაწერა
** აღმზრდელთან ერთად ინტერვენციის განხორციელება
** ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა
** ბავშვის უახლოეს გარემოსთან და საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან მუშაობა
** პროექტში ჩართულ სხვადასხვა რგოლთან მუშაობა
** მულტიდისციპლინალურ გუნდთან ერთად ბენეფიციარის გაძლიერებაზე ორიენტირებული კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
სტაჟიორი ფსიქოლოგი ანგარიშვალდებულია საზოგადოება "ბილიკის" ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მენეჯერთან.
გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე societybiliki@gmail.com და "Subject" - ში მიუთითეთ - ფსიქოლოგის ვაკანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ოქტომბერი.