|
რეზერვაციის აგენტი/სტაჟირება |
| დამსაქმებელი: |
Gallery Palace Hotel |
| კატეგორია: |
სასტუმრო/რესტორანი/კვება,
|
| ბოლო ვადა: |
2017/10/28 |
| მდებარეობა: |
თბილისი
|
|
ენები |
ქართული ინგლისური რუსული |
| ნანახია: |
1024 -ჯერ |
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის ( სტაჟირება ) პოზიციაზე.
სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.
ფუნქციები და მოვალეობები:
- ჯავშნების მიღება როგორც წერილობით, ასევე სატელეფონოდ;
- მაქსიმალური ინფორმაციის ფლობა სასტუმროს შესახებ;
- სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- ყველა სტუმრის მონაცემების შეყვანა ბაზაში;
- ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
- დოკუმენტაციის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
- სასტუმროს მომსახურებებისა და ფასების ზედმიწევნითი სიზუსტით ცოდნა და მომხმარებელთა ინფორმირება სწორად და დროულად;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან გუნდური მუშაობა და დახმარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- თავაზიანობა;
- პუნქტუალურობა;
- მოწესრიგებულობა;
- ლოგიკური აზროვნების უნდარი და კარგი მეტყველება;
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
- თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დამატებითი ბენეფიტები განისაზღვრება კადრის შრომისუნარიანობის მიხედვით;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე (პასპორტისთვის გათვალისწინებული 3X4 -ზე ფოტოსურათის დართვით ) შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადები მიიღება 2017 წლის 31 ოქტომბრამდე.
სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!