რესტორნის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ადელანტე |
ბოლო ვადა: |
2017/09/11 |
ნანახია: |
1182 -ჯერ |
საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მოგებისა და წარმოების გაზრდა;
** პროდუქტის უმაღლესი ხარისხის დონის შენარჩუნება;
** პერსონალის მართვა (ძიება, შერჩევა და დაქირავება, ადაპტირება და ორიენტაცია, თანამშრომლების სწავლება, განვითარება და შენარჩუნება, სამუშაო განრიგის შედგენა, შესრულებული სამუშაოს შეფასება);
** კომპანიის სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნა რათა დაკმაყოფილებულ იქნეს სტუმრების მოთხოვნები;
** სტუმრების მომსახურება;
** რესტორნის სტუმრებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა;
** რესტორნის ყველა ერთეულში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
** აღწერების ჩატარება, მარაგების კონტროლი;
** დისტრიბუციებთან თანამშრომლობა;
** რესტორნის საბუთების კონტროლი;
** კალკულაციების კონტროლი;
** სალაროს ბრუნვის და ბუღალტრისთვის საბუთების მოწესრიგება;
** პროგრამის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მისი ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი მმართველ-მენეჯერულ თანამდებობაზე სარესტორნო საქმეში;
** სერვისის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
** საოფისე პროგრამების კარგად ფლობა (Word, Excel).
პირობები:
** ანაზღაურება: 1200,00 (GEL/თვე, ხელზე)
** დამატებითი კომპენსაცია: ბენეფიტები
** სამუშაო საათები: დილის 11 საათიდან დახურვამდე. დასვენების დღე - 1 დღე კვირაში.
** ერთი დღე (კვირა) მუშაობა იწყება დილის 7:30 საათიდან დახურვამდე, ხოლო კვირაში ერთი დღე მუშაობა სრულდება საღამოს 6 საათზე.
ვაკანსია ძალაშია 2017 წლის 10 სექტემბრამდე.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.adelante.ge/Job/29?.
შენიშვნა: გასაუბრება იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!