ტურ ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
LOVE TOURS |
კატეგორია: |
ტურიზმი,
|
ბოლო ვადა: |
2017/08/30 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1125 -ჯერ |
ტურისტული სააგენტო „ლავ ტურსი“ აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის თანამდებობაზე.
გვესაჭიროება ახალგაზრდა, ენერგიული, სანდო და ერთგული ადამიანი. რომელიც ენთუზიაზმით და მონდომებით შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და იქნება მუდმივ სიახლეების ძიებაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მომსახურება ინფორმირება / კონსულტირება;
- ავიაბილეთების დაჯავშნა/გაბილეთება;
- ტურისტული პაკეტების შედგენა და გაყიდვა;
- უცხოურ ტურ-ოპერატორებთან ურთიერთობა;
- ყოველდღიური რეესტრის წარმოება;
- სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ან/და ტექნიკური სპეციალობების განხრით);
- ამადეუს“-ის პროგრამის სრულყოფილი ცოდნა;
- ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- აუცილებელია რუსული და ინგლისუფრი ენების თავისუფლად / სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Word, Excel, PowerPoint, Internet and E-mail.
- უპირატესობად ჩაითვლება:
- სპეციალური სწავლება / ტრეინინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
- ნებისმიერი გამოცდილება გაყიდვების / მომსახურების სფეროში.
- პიროვნული თვისებები:
- უაღრესად მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- სხარტი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურეობა);
- ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი / ემოციური წონასწორობა;
- დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციის და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი / გუნდის აქტიური წევრი;
- პუნქტუალური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
- გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
- 3 (სამი) თვე გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი);
- ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
საბუთების მიღება:
გამოგზავნეთ CV სურათით ელექტრონულ მისამართზე: lovetoursgeorgia@gmail.com
(სათაურის / subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სურათი აუცილებელია)
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30.08.2017