• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 595)95 90 96
mail: m.kvitsaridze@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
პრაქტიკული კურსი მართვის ფსიქოლოგიაში
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/02/10
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 974 -ჯერ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას მართვის ფსიქოლოგიის სასერტიფიკატო პროგრამაზე
 
პროგრამის მიზნები:
  • პროგრამის მიზანია მონაწილეების ფსიქოლოგიურიმომზადების უზრუნველყოფა, მათი პროფესიულიკომპეტენციის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციური უნარების შეძენა, გადაწყვეტილების მიღებისა და სტრატეგიული დაგეგმარების უნარების შეძენა, სტრესის და მისი მართვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ  მექანიზმებში გარკვევა, ორგანიზაციული სტრესის მართვის ტექნიკების შესწავლა და სხვა.
კურსი განკუთვნილია:
  • მენეჯერების და სხვადასხვა რგოლის მმართველებისათვის
  • მართვის ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის
კურსის თემატიკა:
 
კომუნიკაციის ფსიქოლოგია
  • შესავალი კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში;
  • კოგნიტური ფსიქოლოგიის არსი და რაობა კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ჭრილში;
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
  • სწორი კომუნიკაციის როლი მართვის პროცესებში;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი როლი ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
  • მანიპულაცია, როგორც კომუნიკაციის ფორმა. მანიპულაციისგან თავდაცვა;
  • საუბარი, „დარწმუნების ფსიქოლოგია“ და ტექნიკები;
  • სტრესის ფსიქოლოგია
  • სტრესის შესწავლის ისტორია და განსაზღვრება; სტრესის სახეები;  სტრესის ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და ქცევითი ნიშნები; სტრესით გამოწვეული ყოფითი, პროფესიული და სამედიცინო პრობლემები;
  • სტრესის და მისი მართვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმები;
  • სტრესის მართვის ყოფითი საშუალებები (ქოფინგ სტრატეგიები); რალაქსაციის რელიგიური ფუნქცია და სისტემები (შამანიზმი, იოგა, დაოიზმი, ბუდიზმი, ისლამი, ქრისტიანობა);
  • პასიური და აქტიური მედიტაცია - ისტორია, ტექნიკა და მექანიზმები;
  • აქტიური მედიტაცია და ხერხემლის რელაქსაცია;
  • ემოცია, სტრესის მართვის ტექნოლოგია და განწყობა;
  • სტრესი და რელაქსაცია საკუთარი თავის პროგრამირებაში;
  • ორგანიზაციული სტრესი
  • საჯარო ორგანიზაციების მართვა
  • მენეჯმენტის პროცესი
  • გადაწყვეტილების მიღება, სწავლება შემოქმედებითი პროცესი და სიახლეები;
  • დაგეგმვა და სტრატეგია;
  • ორგანიზება და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება; ორგანიზაციული კონტროლი და ორგანიზაციული კულტურა;
  • ლიდერობა და მართვა;
  • ორგანიზაციული კონტროლი;
  • საორგანიზაციო ქცევა
  • სამუშაოს ანალიზი, სამუშაოს აღწერილობა, სამუშაოს სპეციფიკაცია;
  • სამუშაოზე მოზიდვა და შერჩევა;
  • სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასება;
  • თანამშრომელთა სწავლება(ტრენინგი);
  • თანამშრომლების მოტივირება;
  • გადაწყვეტილების მიღება;
  • კონფლიქტის მართვა;
  • დროის მართვა;
  • ლიდერობა;
  • კრიზისის მართვა
ტექნიკური აღწერილობა:
  • სწავლის ხანგრძლივობა:6 კვირა
  • კურსის მოცულობა:60 საათი
  • პროგრამის ღირებულება:900 ლარი
სასწავლო მეთოდოლოგია:
  • სწავლების პროცესი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.თითოეულ საგანში  მონაწილეების შეფასება მოხდება  საბოლოო გამოცდის საფუძველზე.
  • სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათმართვის ფსიქოლოგიის პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მოთხოვნები: 
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • ავტობიოგრაფია (CV) 
სასწავლო პროცესი: 
  • საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 10თებერვლამდე. სწავლა დაიწყება 2015 წლის 15თებერვალს .
 
საკონტაქტო პირი: მარინა კვიცარიძე
კოორდინატორი 
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,
მისამართი: გორგასლის 101
ტელეფონი: (+99532)2497545
ელ-ფოსტა:m.kvitsaridze@gipa.ge
მობ: (+995 595)95 90 96

ლექტორები

თინა ჩხეიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი. სამეცნიერო საქმიანობის სფერო - პიროვნების სოციალური განწყობების ჩამოყალიბება და შეცვლა; სოციალური განწყობების, რწმენებისა დაღირებულებების სისტემის დინამიკა და მის საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიური მექანიზმები.
 
უძღვებოდა ინფორმაციისა და უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.
 
აქვს პედაგოგიური საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება. კითხულობს ლექციების კურსს სოციალურ და გავლენის ფსიქოლოგიაში, რეკლამის ფსიქოლოგიასა და საორგანიზაციო ქცევაში. კითხულობდა სასწავლო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობაში ლონდონის სამრეწველო - სავაჭრო პალატის საგამოცდო საბჭოს საგამოცდო ცენტრში.
 
ლევან ზარდალიშვილი - ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული ფსიქოლოგ კონსულტანტი. პრაღის ფსიქოთერაპიული ცენტრის “Aperta Via”  დამაარსებელი და ხელმძღვანელი.  2009 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ლექტორი.
 
2013 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროსთვის გახსნა და ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევენ ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ მშობლებს.
 
რამაზ საყვარელიძე  - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაიბადა 1950 წელს. 1976 წელს დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1980 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს ზოგად ფსიქოლოგიაში, განწყობის ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში და ა.შ. GIPA-ში კითხულობს „ფსიქოლოგიის საფუძვლებ“-ს, „პოლიტიკურ ფსიქოლოგია“-ს და „სტრესის მართვა“-ს. 
 
მამუკა მახათაძე -  1985 წელს დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 2002 წელს დაამთავრა ვეიქ ფორესტის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს ადმინისტრირების სკოლა და მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) წოდება. 20 წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა ბიზნეს, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კითხულობს ლექციებს ორგანიზაციულ მენეჯმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა