მაღაზიის მენეჯერი ბათუმში |
დამსაქმებელი: |
Gtex |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2017/07/22 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1020 -ჯერ |
კომპანია ჯითექსი, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, collezione, English Home და Enza Home აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- მართოს მაღაზიის ადმინისტრაციული დავალებები;
- კოორდინაცია გაუწიოს მაღაზიის თანამშრომლებს;
- მართოს და იზრუნოს თანამშრომელთა მოტივაციაზე, რათა გაზარდოს გაყიდვები და უზრუნველყოს ეფექტურობა;
- დაგეგმოს და განახორციელოს თანამშრომელთა ყოველკვირეული შეკრებები, სადაც განიხილება უახლოესი გაყიდვების მეთოდები, ახალი პროდუქტები, ზოგადი მიღწევები და სხვა თემები რაც უზრუნველყოფს გუნდის მაღალ ფასეულობებს და კომპანიის ქმედითუნარიანობას;
- იზრუნოს კონსულტანტების კვალიფიკაციაზე და უზრუნველყოს მათთვის ტრენინგების ჩატარება;
- განახორციელოს გაყიდვების მონაცემების ანალიზი და დაგეგმოს მომავალი გაყიდვები, რათა უზრუნველყოს მომგებიანობის მაქსიმიზაცია;
- მართოს და აკონტროლოს სასაქონლო ნაშთები;
- დაესწროს ახალი კოლექციების პრეზენტაციებს; განახორციელოს მათი შერჩევა და შეკვეთა;
- აკონტროლოს თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
- მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება;
- დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული ღონისძიებები და წამახალისებელი აქციები;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- MS ოფისი (მათ შორის ექსელის კარგი ცოდნა);
- სასურველია ერთ-ერთი ERP პროგრამის ცოდნა
- მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- სავალდებულოა ინგლისურის და რუსულის კარგი ცოდნა;
- ასაკი: 28-40 წელი;
პიროვნული თვისებები:
- კარგად ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
- კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელური;
- შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული;
ხელფასი: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2017 წლის
6 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge