მკერავი |
დამსაქმებელი: |
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისია საქართველოში |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2017/07/09 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1371 -ჯერ |
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. პროექტის ფარგლებში მოწოდებული ვაკანსიების შესაფერისი კანდიდატურების შერჩევას უზრუნველყოფს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
IOM ეხმარება კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების ორგანიზებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. IOM პერიოდულად გამოაქვეყნებს პოლონეთიდან და ესტონეთიდან მიღებულ კონკრეტულ ვაკანსიებს, სადაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების (შესაფერისი კანდიდატურის) დასაქმება.
ვაკანსია: მკერავი
სამუშაო ადგილი: ქ. ვროცლავი, პოლონეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საკერავ მანქანასთან მუშაობა (ჯდომითი სამუშაო), ქალის ტანისამოსის კერვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მკერავი
- მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- სისწრაფე, სიზუსტე, აკურატულობა
- ასაკი: შეზღუდული არ არის
- უცხო ენების ცოდნა: რუსული (საშუალოდ)
დასაქმების პირობები:
- სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 დღე
- სამუშაო დრო: ცვლის გარეშე –7.00-დან 15.00 საათამდე; შესვენება - 20 წუთი
- დასვენების დღე: 2 დღე კვირაში
- გამოსაცდელი პერიოდი: 7 დღე
- შრომის ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 13 პოლონური ზლოტი საათში (ხელზე დაახ. 2,5 ევრო საათში)
ხელფასის გადახდის წესი: ნამუშევარი საათების მიხედვით
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება: ანაზღაურება ჩვეულებრივი ტარიფით
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით.
მოთხოვნილი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955; მობ.: +995 577 43 46 44