მძღოლი |
დამსაქმებელი: |
გუდვები |
კატეგორია: |
ავტო–მოტო სერვისი,
|
ბოლო ვადა: |
2015/01/20 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
მართვის მოწმობა |
B კატეგორია
|
ნანახია: |
3587 -ჯერ |
კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
„გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.
ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.
„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე:
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთის გადაზიდვა;
- თანამშრომელთა გადაადგილება;
- ავტომანქანის გამართული ტექნიკურ მდგომარეობის კონტროლი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
- საბოლოო გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე:
hrg@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ „მძღოლი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 იანვარი 2015 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!