ავტოსათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ASP GEORGIA |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2017/04/30 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1004 -ჯერ |
ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში, შპს "ASP GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას ავტოსათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და სპეციალური სახელობო განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- Mercedes Sprinter-ისა და Ford-ის ავტო ნაწილების ცოდნა;
- ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების MS Office-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
- „ბ“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სასურველია;
- პროგრამების Fina & TecDoc-ის ცოდნა საბაზისო დონეზე სასურველია.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტზე საქონლის რეალიზაცია;
- გაყიდვების მიმართულებით პრიორიტეტული გეგმების შესრულება;
- ბიზნეს პარტნიორებთან/პოტენციურ მომხმარებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
- მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.
დამატებითი უნარები:
- ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა;
- საქმისადმი ინიციატორული დამოკიდებულება;
- მატერიალური პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2017 წლის 04 მაისისა.
გისურვებთ წარმატებას!