გაყიდვების ჯგუფის უფროსი ქუთაისში |
დამსაქმებელი: |
ფარკონი |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2017/06/01 |
მდებარეობა: |
ქუთაისი
|
ასაკი: |
22 - 35 წელი
|
სამუშაო გამოცდილება |
1 წელი
|
მართვის მოწმობა |
B კატეგორია
|
ნანახია: |
2062 -ჯერ |
შპს "ფარკონი" (http://www.farconi.com.ge) აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის გაყიდვების ჯგუფის (კომერციული დირექტორის) უფროსის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
შპს "ფარკონი"-ს სპეციალიზაციას წარმოადგენს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადება, გადამუშავება და რეალიზაცია ექსპორტზე. ჩვენი ისტორია 1997 წლის 15 მაისიდან დაიწყო. მრავალი წლების მანძილზე კომპანიას არ დაუკარგავს სტაბილურობა და დღეს იგი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა აღნიშნულ სფეროში მომუშავე კომპანიებს შორის. 2016 წლის ბოლოს კომპანიამ დაასრულა და ექსპლუატაციაში გაუშვა ორი მცენარეული ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმო და დაიწყო მზა შეფუთული პროდუქციის გამოშვება როგორებიცაა:
** სამკურნალო მცენარეული ნედლეულისაგან დამზადებული ფიტოჩაები;
** სამკურნალო მცენარეული საშუალებები;
** სუნელ-სანელებლები;
** გამოშვებული პროდუქცია დანიშნულია როგორც შიგა ბაზარზე სარეალიზაციოდ ასევე საექსპორტოდ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) აუცილებელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვაში (მენეჯერულ პოზიციაზე);
პიროვნული მახასიათებლები:
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
** ეფექტური კომუნიკაციის და საუბრის მართვის უნარი;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა/ცოდნა და ეფექტურად წარდგენა-შეთავაზება;
** კლიენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პროდუქციის გაყიდვის სტრატეგიის და გეგმების შემუშავება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და სტრატეგიის შემუშავება;
** პროდუქციის გაყიდვის სტრატეგიის და გეგმების შემუშავება;
** ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური რეპორტების მომზადება და წარდგენა მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე;
** მომხმარებლების და პარტნიორების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** ბაზრის სწავლა და ანალიზი;
** კონკურენტებზე და მათ შეთავაზებებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** კომპანიის მიერ დაგეგმილი თანამშრომლების განვითარების პროგრამაში აქტიური ჩართვა;
** გაყიდვების სპეციალისტებით დაკომპლექტებული გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** გაყიდვების სპეციალისტების მოზიდვა და საკუთარი ჯგუფის დაკომპლექტება;
კანდიდატების შერჩევა იწარმოებს შემდეგი წესით:
** რეზიუმეების გადარჩევა
** შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე PDF ფაილი (CV ფოტოსურათით) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით შემდეგ მისამართზე:
შპს "ფარკონი"
თამარ მეფის ქ. 51, 4600, ქუთაისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: farconi.ge@gmail.com
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 აპრილი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.