• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების ჯგუფის უფროსი ქუთაისში
დამსაქმებელი: ფარკონი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/06/01
მდებარეობა: ქუთაისი
ასაკი: 22 - 35 წელი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
მართვის მოწმობა B კატეგორია

ნანახია: 2060 -ჯერ

შპს "ფარკონი" (http://www.farconi.com.ge) აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის გაყიდვების ჯგუფის (კომერციული დირექტორის) უფროსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "ფარკონი"-ს სპეციალიზაციას წარმოადგენს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადება, გადამუშავება და რეალიზაცია ექსპორტზე. ჩვენი ისტორია 1997 წლის 15 მაისიდან დაიწყო. მრავალი წლების მანძილზე კომპანიას არ დაუკარგავს სტაბილურობა და დღეს იგი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა აღნიშნულ სფეროში მომუშავე კომპანიებს შორის. 2016 წლის ბოლოს კომპანიამ დაასრულა და ექსპლუატაციაში გაუშვა ორი მცენარეული ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმო და დაიწყო მზა შეფუთული პროდუქციის გამოშვება როგორებიცაა:

** სამკურნალო მცენარეული ნედლეულისაგან დამზადებული ფიტოჩაები;
** სამკურნალო მცენარეული საშუალებები;
** სუნელ-სანელებლები;
** გამოშვებული პროდუქცია დანიშნულია როგორც შიგა ბაზარზე სარეალიზაციოდ ასევე საექსპორტოდ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; 
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) აუცილებელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვაში (მენეჯერულ პოზიციაზე);

პიროვნული მახასიათებლები:

** ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
** ეფექტური კომუნიკაციის და საუბრის მართვის უნარი;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა/ცოდნა და ეფექტურად წარდგენა-შეთავაზება;
** კლიენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პროდუქციის გაყიდვის სტრატეგიის და გეგმების შემუშავება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და სტრატეგიის შემუშავება;
** პროდუქციის გაყიდვის სტრატეგიის და გეგმების შემუშავება;
** ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური რეპორტების მომზადება და წარდგენა მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე; 
** მომხმარებლების და პარტნიორების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მონიტორინგი; 
** ბაზრის სწავლა და ანალიზი;
** კონკურენტებზე და მათ შეთავაზებებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** კომპანიის მიერ დაგეგმილი თანამშრომლების განვითარების პროგრამაში აქტიური ჩართვა;
** გაყიდვების სპეციალისტებით დაკომპლექტებული გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** გაყიდვების სპეციალისტების მოზიდვა და საკუთარი ჯგუფის დაკომპლექტება;

კანდიდატების შერჩევა იწარმოებს შემდეგი წესით:

** რეზიუმეების გადარჩევა
** შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე PDF ფაილი (CV ფოტოსურათით) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით შემდეგ მისამართზე:

შპს "ფარკონი"
თამარ მეფის ქ. 51, 4600, ქუთაისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: farconi.ge@gmail.com

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 აპრილი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა