“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“) აცხადებს სტაჟრებას რეგისტრატურაში თბილისში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 38 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის ამბულატორიული ბარათის მოძებნა არქივში;
- პაციენტის ამბულატორიული ბარათების არქივირება ნუმერაციის მიხედვით შესაბამის საარქივო მასალებში;
- ამბულატორიული ბარათების რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
- რეგისტრატურიდან და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის სამუშაო ადგილებიდან ამბულატორიული ბარათების შეგროვებისა და არქივირების უზრუნველყოფა;
- ამბულატორიული ბარათების შევსება;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება/არქივირება;
- კლინიკაში მოსული მომხარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ადრესაცია;
- რეგისტრაციის უფროსის და/ან კლინიკის მენეჯერისგან მიღებული დავალებების დროულად და ადექვატურად შესრულება;
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
დამატებითიმოთხოვნები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- სკრუპულოზურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეიზუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@evex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „სტაჟიორი რეგისტრატურაში - თბილისი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 დეკემბერი, 2014
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.