საცალო დაკრედიტების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ლიბერთი ბანკი |
კატეგორია: |
გაყიდვები, საბანკო,
|
ბოლო ვადა: |
2014/12/26 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
კომპიუტერული პროგრამები |
MS Office |
ენები |
ინგლისური რუსული ქართული |
ნანახია: |
544 -ჯერ |
სს ”ლიბერთი ბანკი” – საცალო დაკრედიტების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საცალო დაკრედიტების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 12 თვიანი გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრის და კლიენტურის ანალიზი/მონიტორინგი, ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
- მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- პრობლემური სესხების მართვა;
- პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
- ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
- ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
- ლოგიკური აზროვნება.
მნიშვნელოვანია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე
career@libertybank.ge(გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 26 დეკემბერი 2014 წელი.