ნაწილების კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
ტოიოტა ცენტრი თეგეტა |
კატეგორია: |
ავტო–მოტო სერვისი,
|
ბოლო ვადა: |
2015/01/15 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
ენები |
ქართული რუსული ინგლისური |
ნანახია: |
1038 -ჯერ |
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" ოფიციალურ დილერს საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო/გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2013 წლიდან.
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან კომუნიკაცია;
- პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
- მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- საწყობისა და შეკვეთების მიმართულებებთან კოორდინირებული მუშაობა;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- მონაცემთა ბაზების წარმოება;
- შეკვეთილი ნაწილებისა და აქსესუარების ჩამოსვლის ვადების მონიტორინგი;
- დაკარგული რეალიზაციების აღრიცხვა;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საავტომობილო სფეროს საფუძვლიანი ცოდნა;
- ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- დროის მართვის გამოკვეთილი უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@toyota-tegeta.ge წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!